20 აპრილი, 2016

ლიზი პოპი საქართველოს ახალ კონკურსზე წარადგენს

1lizi-popსაბავშვო ევროვიზიის შემდეგ ლიზი პოპი, იგივე ლიზი ჯაფარიძე საქართველოს ახალ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე წარადგენს.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიზიმ წარმატებით გაიარა შესარჩევი და ფინალური ტურები, სადაც ქართულენოვანი და უცხოურენოვანი სიმღერები შეასრულა. ჟიურის გადაწყვეტილებით, სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2016 წლის საბავშვო ახალ ტალღაზე!

ლიზი, რომელიც თავისი სიმღერით “Happy Day” რეკორდსმენია, ყოველთვის ოცნებობდა ”ახალი ტალღის” საბავშვო კონკურსში ჩვენი ქვეყნის სახელით მიეღო მონაწილეობა და ეს ოცნება აუხდა.