19 აპრილი, 2016

ლანა ღოღობერიძის ახალი გამოწვევა

1lana-gogoberidses-daajildoebenკინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ასაკს არ უშინდება და ახალ გამოწვევებზეც არ ამბობს უარს.

კულტურის სფეროში მოღვაწე ცნობილი ქართველი ქალბატონების კინორეჟისორების, მსახიობების, მხატვრების, მუსიკოსების, პროდიუსერების მიერ დაარსდა „ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია“, რომლის პრეზიდენტიც ლანა ღოღობერიძეა:

“ჩვენი ასოციაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელოვან ქალთა პოპულარიზაცია, კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების და საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, რათა გამოვეხმაუროთ ამ სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს.

პირველი საერთაშორისო კონფერენცია 20 და 21 მაისს გაიმართება, რომლის მთავარ თემას წარმოადგენს „ქალი და ხელოვნება ეკონომიკის განვითარებისთვის“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანი ადამიანი სხვადასხვა სფეროდან.”