6 აპრილი, 2016

“ჯგუფ პულსს ოფიციალურად ეძლევა ბოლო შანსი…”

pulsiiii1ჯგუფი “პულსი” მსმენელმა “იქს ფაქტორიდან” გაიცნო. ჯგუფი ერთგული მსმენელის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, თუმცა აქვს სხვა, მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მათ შემოქმედებით კარიერაში უმთავრესია.

ჯგუფი მიწვეულია მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ ფესტივალზე ტორონტოში. კანადაში გასამგზავრებლად მუსიკოსებს საჭირო თანხა არ აქვთ. მათ გადაწყვიტეს, ჩაატარონ უფასო კონცერტი, სადაც მისული მსმენელი საკუთარი სურვილით გაიღებს გარკვეულ თანხას და ჯგუფს ფესტივალზე გამგზავრებაში დაეხმარება:

“1970 წლის 10 აპრილს პოლ მაკარტნიმ ოფიციალურად განაცხადა “ბითლზის” დაშლის შესახებ. 46 წლის შემდეგ, ანუ ამა წლის 10 აპრილს ჯგუფ პულსს ოფიციალურად ეძლევა ბოლო შანსი შეაგროვოს საკმარისი თანხა კანადის მუსიკის კვირეულზე გასამგზავრებლად. ამაში ჯგუფს ეხმარება RADIO CSM, რომელიც აწყობს უფასო და თავისუფალ კონცერტს საკუთარ ეზოში. ჩვენ გარდა იქ იხილავთ კიდევ არაერთ ძალიან კარგ და გემოვნებიან შემსრულებელს.

ამიტომ ყველანი 10 აპრილს მოდით მოუსმინეთ გემოვნებიან მუსიკას, წამოიღეთ ფული, თუ რამე გაქვთ გასაგზავნი კანადაში ეგეც და ერთად დავწეროთ ახალი თავი ქართული ალტერნატიული როკის წიგნში, როცა ქართული ბენდი პირველად დაუკრავს ტორონტოში კანადის მუსიკალურ ერთ კვირიან ფესტივალზე,” – ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.