1 აპრილი, 2016

ირაკლი ნოზაძე მამა გახდა

irakli-nozadze1ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთი წევრი ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო მამა გახდა. მას და მის მეუღლეს, ია დუდაშვილს პატარა პირველ აპრილს “ჰერაში” შეეძინათ. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

ეს სასიხარულო ინფორმაცია “ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთმა წევრმა ზურა ხაჩიძემ გაავრცელა:

“ჩემს ძმას ვულოცავ გოგოს დაბადებას და ჩემს იაკოს! ღმერთმა ბედნიერი და ჯანმრთელი გაგიზარდოთ!”

პატარას მშობლებმა ნია დაარქვეს. ირაკლი ნოზაძისთვის ეს მეორე შვილია. მას წინა ქორწინებიდან ლუკა ჰყავს.