15 აპრილი, 2016

გია როინიშვილმა ქეთი დოლიძეს სასამართლო მოუგო

keti_giaკინომსახიობთა თეატრის ყოფილმა მსახიობმა გია როინიშვილმა ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და რეჟისორს ქეთი დოლიძეს სასამართლო პროცესი მოუგო.

ინფორმაცია ამის შესახებ გია როინიშვილმა თავად გაავრცელა:

“დღეს დილით წელიწადნახევრიანი სასამართლო პროცესი დასრულდა! საქალაქო სასამართლომ ჩემი სარჩელი თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის (ქეთი დოლიძე) წინააღმდეგ სრულად დააკმაყოფილა! არანაირი შურისძიება!”

“არტინფო” ქეთი დოლიძეს დაუკავშირდა:

“ეს სასამართლო უკანონოდ ჩატარდა, რადგან ჩვენი ადვოკატი იქ არ იმყოფებოდა და სასამართლო 25 აპრილს იყო დანიშნული. გავაპროტესტეთ და შევაჩერებთ ამ გადაწყვეტილებას. ადამიანს, რომელსაც 6 წელი ფეხი არ დაუდგამს თეატრში და იღებდა ურცხვად ხელფასს, რა უფლება აქვს რამე პრეტენზია ჰქონდეს? ასე, რომ არ დავთმობ!”