30 აპრილი, 2016

“არ დაიღალეთ ერთმანეთის გინებით?”

mixeil-zaqariashvili1ავტორ-შემსრულებელი მიხეილ ზაქარიაშვილი ქართველების გაუტანლობამ დაღალა. ხელოვანი გაოცებულია, რომ აღდგომის დღეებშიც კი თანამემამულეები გაუთავებლად ლანძღავენ და აგინებენ ერთმანეთს.

მიხეილ ზაქარიაშვილი:

“არ დაიღალეთ ამდენი ერთმანეთის გინებით ქართველები? ცოტა გვყავს მტერი? ამ აღდგომა დღეს მაინც მოისვენეთ, თქვე შობელძაღლებო, რა უბედურება გჭირთ ასეთი! ამხელა ხალხი ზიხართ და ერთმანეთზე ჭორაობთ. ფუ, მეზიზღება უკვე ცხოვრება ამ ქვეყანაში. ვინ ხართ, რა რჯულის ხართ ვერ გაგირკვევიათ! დამჯდარხართ და კარიკატურებს აკეთებთ ერთმანეთზე, აბა, მიდით იმაზე იფიქრეთ, ვინ უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებთ მოწინააღმდეგე ბანაკს, სირცხვილია, სირცხვილი!

ფუ, გული მერევა რა, მერე დაჯდებით და ქართველობას გაუმარჯოს! ჩვენ ქვეყანას გაუმარჯოს – ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებს აფრქვევთ, პირჯვარს იწერთ ეკლესიაში! ვითომ ქართველობას გართმევენ, ქართველობაზე კი არ სწუხხართ, თქვენი ფულების დარდი გაქვთ!

სანთლებს ანთებთ ეკლესიაში და დღე და ღამე განკითხვებში ხართ ვინ მოკლათ, გაანადგუროთ სიტყვით, ფიზიკურად, მხოლოდ იმაზე ფიქრობთ! ბოზები ხართ ყველა ქალიც და კაციც ვინც ჩვენს ქვეყანას და ხალხს აბუჩად იგდებთ და თავს ჭრით, თქვენი კაცუნა დედა ვატირე მე! განა რას გიხდიან ამდენს, რომ ხაზს უსვამთ ადამიანობას? მასეთი ნაშოვნი ფულით შვილებისთვის კანფეტებს ყიდულობთ?

ქვეყნის და ერის გამყიდველებო გაახილეთ თვალები, კარგის და ცუდის გარჩევა ისწავლეთ დამპლებო! დავიღალე ყველაფერში ბრძოლით, მოგვასვენეთ წესიერი ხალხი, გვაცალეთ ცხოვრება, გვაცალეთ რამე კარგი გავუკეთოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს! როდემდე უნდა ვიომოთ ერთმანეთში როდემდე?”