6 აპრილი, 2016

ანჯელინა ჯოლი ჰოსპიტალიზირებულია

anjelina-joli1ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი ჰოსპიტალიზირებულია. ინფორმაციას უცხოური სააგენტოები აცხადებენ.

მსახიობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. უცხოური პრესის ინფორმაციით, 169 სანტიმეტრის ანჯელინა მხოლოდ 35 კილოგრამს იწონის. მან ბოლო წლების განმავლობაში ელვის სისწრაფით დაკარგა კილოგრამები, რის გამოც მას გულშემატკივრებმა ანორექსიის დიაგნოზი დაუსვეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ანჯელინა ფიზიკურად და ემოციურად გამოიფიტა. მეორე ვერსიით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ორივე მკერდის მოკვეთამ გამოიწვია. მსახიობმა მკერდი სიმსივნის თავიდან ასაცილებლად მოიკვეთა. ცნობილია, რომ მისი დედაც და დეიდაც ამ დაავადებით გარდაიცვალნენ.

მსახიობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, კომენტარი მის ოფიციალურ წარმომადგენელს ამ დრომდე არ გაუკეთებია.