ანა ახვლედიანმა “ცეკვავენ ვარსკვლავები” დატოვა

ana-axvled1“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეექვსე სეზონი გრანდიოზულად გაიხსნა და მისმა პროდიუსერებმა გულშემატკივრებს 13 წყვილი წარუდგინეს. საერთაშორისო პროექტში ჩაერთნენ უცხოელი ვარსკვლავები და მოცეკვავეები.

პროექტის პირველივე დღე წარუმატებელი აღმოჩნდა მოდელ ანა ახვლედიანისა და მისი ლიტველი მეწყვილე ედგარას ბრაზასთვის. ანამ ცეკვის დროს ფეხის ტრავმა მიიღო, საავადმყოფოში აღმოჩნდა და პროექტის დატოვება მოუწია.

ინფორმაცია ანა ახვლედიანმა თავად გაავრცელა:

“პროექტი “ცეკვავენ ვარსკვლავები” ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის, დიდი სიხარულით დავთანხმდი და ვცდილობდი ჩემი მაქსიმუმი მეჩვენებინა თქვენთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ფიზიკური ტრამვის გამო, ვეღარ ვაგრძელებ პროექტში მონაწილეობას. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გვერდში დგომისთვის და ბოდიში იმედები თუ გაგიცრუეთ! ძალიან მიყვარხართ!!!”