19 აპრილი, 2016

ადამ ლევინი ავარიაში მოყვა

adam1ჯგუფ MAROON 5-ის ვოკალისტი ადამ ლევინი, რომელსაც ზაფხულში საქართველოში ელოდებიან, ავარიაში მოყვა. ინფორმაციას და ფოტოებს Dailymail ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მანქანაში მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ორსული მეუღლე, მოდელი ბეჰათი პრინსლოუ.

შემთხვევა მალიბუში მოხდა. წყვილი ნობუს რესტორნიდან მოდიოდნენ, როცა გზაზე მწვანე ფერარი გამოჩნდა და მათ Tesla Model X-ს შეეჯახა.

მომღერლისა და მისი მეუღლის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მათ სხეულის დაზიანებები არ მიუღიათ. დამაკმაყოფილებელია მათი პატარას მდგომარეობაც. საავადმყოფოში გადაყვანა და ექიმების დახმარება არავის დასჭირვებია.