Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

200 ტომარა ნაგავი მარტყოფის მონასტრის ტყეებიდან

24 აპრილი, 2016

200-tomara1ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე მოხალისეებმა მარტყოფის ღვთაების მონასტრის მიმდებარე ტყეები დაასუფთავეს და 200 ტომარა ნაგავი მოაგროვეს.

ინფორმაციას ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ავრცელებს:

“200 ტომარა ნაგავი გავიტანეთ მარტყოფის ღვთაების მონასტრის მიმდებარე ტყეებიდან დღეს, ბზობას, 24 აპრილს.

ძალიან გულიანად იშრომეს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მათ შორის უცხოელებმა ნიგერიიდან, მალდივებიდან, ინდოეთიდან და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან. მარტყოფის მეორე საშუალო სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მასწავლებელმა ეკა ეპიტაშვილმა, ჩემმა პირადმა და ფეისბუქმეგობრებმა, ასევე, გარდაბნის გამგებლის წარმოდგენელმა მატყოფში მამუკა გულიაშვილმა და გამგეობის წარმომადგენელმა გენადი იორდანაშვილმა.

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენ ტომარას გავავსებდით. კიდევ ამდენი დაგვრჩა კიდეც. თუ სხვები შემოგვეხიდებიან, გარემოს დიდ შვებას მოუტანენ.

ძალიან იყოჩაღეს უცხოელებმა.

დასუფთავების აქციაში სულ 46 ადამიანი მონაწილეობდა და ამდენი მოხალისე სულ რაღაც 8 საათში შეგროვდა.

ამაში დიდი წვლილი შეიტანა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ეკატერინე ონიანმა.

განსაკუთრებული მადლობა მაია და ლევან მინდიკაურებს, რომლებმაც ამ აქციაში ფინანსური მონაწილეობა მიიღეს. ლევანს ერთ-ერთ უცხოელთან ერთად დაუღალავი მუშაობისთვის ოქროს ხელთათმანი გადაეცა. კარგი მუშაობისთვის ოქროს ხელთათმანით დაჯილდოვდნენ მარტყოფის მოსწავლეები გიგა და სოფო.

დიდი მადლობა გარდაბნის გამგეობას ნაგვის მანქანის გამოყოფისათვის, ასევე, მარტყოფელებს თანამონაწილეობისთვის.”