2 აპრილი, 2016

“ცეკვავენ ვარსკვლავების” დაწყების თარიღი შეიცვალა

1cekvavenმართალია “ცეკვავენ ვარსკვლავების” მეექვსე სეზონის დაწყება 5 აპრილს დაანონსდა, თუმცა მეგაშოუს დაწყების დრო რამდენიმე დღით ადრე შეიცვალა. პროდიუსერების გადაწყვეტილებას პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე, მომღერალი ლიზა ყენია ავრცელებს:

“5 აპრილის ნაცვლად 4 აპრილს იქნება ლაივი, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩა ორი დღე!!!! ძალიან ვნერვიულობ და იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის!

იმედებს არ გაგიცრუებთ (იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი პარტნიორი მყავს გვერდზე -საუკეთესო!)

დიდი მადლობა ბავშვებო თქვენი თითოეული სმს, რომელიც ყოველდღე მხვდება ინბოქსში, ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს და მაბედნიერებს! მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით!”

მეექვსე სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შემოქმედებითმა ჯგუფმა ყველა წევრის და ჟიურის ვინაობა გაასაჯაროვა. “ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალ სეზონში იცეკვებენ ეკა ამირეჯიბი, დუტა სხირტლაძე, ლიზა ყენია, ნინი წიკლაური, ჯანო იზორია, ანდრია გველესიანი, ანა ახვლედიანი, ნუკა ყარალაშვილი, ქეთი ჩხეიძე, მზეო სამუკაშვილი, ბრაიან იდოუ, სტანისლავ ბონდარენკო და გორავ ჩოპრა.

პროექტის წამყვანები ნანკა კალატოზიშვილი, მანიკა ასათიანი და კახა კინწურაშვილი იქნებიან. კონკურსანტების გამოსვლებს კი შეაფასებს ჟიური გოჩა ჩერტკოევის, ნინო სუხიშვილის და ანდრის ლიეპას შემადგენლობით.