2 აპრილი, 2016

ქრისტინე იმედაძე გვაფრთხილებს

qristine-imedadze1მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე არასდროს გამოირჩევა ხმამაღალი განცხადებებით, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მას გაჩუმება არ შეუძლია. ქრისტინე ამჯერად თავის სათქმელს საჯაროდ და ხმამაღლა გამოხატავს.

ქრისტინე იმედაძე:

“მშობლებო! რატომ აქვთ თქვენს არასრულწლოვან შვილებს facebook-ი?! თქვენ თვლით რომ 7-8 წლის, ან თუნდაც 13-14 წლის ბავშვს ისეთივე წვდომა უნდა ჰქონდეს ყველანაირ ინფორმაციაზე, როგორიც თქვენ გაქვთ?

დავიჯერო, არასდროს გითქვამთ შვილისთვის, წადი შენს ოთახში აქ უფროსები ვსაუბრობთ?! FB -ზე ხშირად უფროსებსაც გვისკდება გული, ისეთ რაღაცას ვაწყდებით… ბინძური ვიდეოები… ვირუსები, რომლებიც თქვენ მოგდით ინბოქსში, მათაც მისდით… ზოგჯერ თქვენივე სტატუსები, თუ სახალხო მიმოწერებია ისეთი რომ ეს ბავშვმა არ უნდა იცოდეს…

თქვენ გაბუღული სამზარეულოდან აგდებთ, მაგრამ ის FB-დან იგებს იმასაც და იმაზე მეტსაც… რა ფილმებს უყურებენ ბავშვები? რა თამაშებს თამაშობენ? ახლა ამასაც რომ ვწერ, ამასაც კითხულობენ თქვენი შვილები, თორემ კიდევ მეტს დავწერდი…

ამ ბოლო დროს ძალიან, ძალიან ბევრი ცუდი ამბავი გავიგეთ… არავის აზრს არ ვახვევ, მაგრამ უდიდესი ბრალი მე ბავშვების ინტერნეტთან ასე მარტივად და ამხელა დოზით წვდომა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მგონია…

მესმის, რომ დღეს სხვანაირი ბავშვები არიან და მე თუ დაჭერობანადან ფეისბუქამდე ბევრი წელი მაშორებდა, მათ მთავარი სათამაშო აიფონი აქვთ 9 თვის ასაკიდან…

მაგრამ ამ გვერდს ხომ უფროსები უხსნიან ბავშვებს… რატომ? თუ მე უმცირესობაში ვარ?”