18 აპრილი, 2016

საჩუქარი კომიქსების მოყვარულებს

komiqsebi1„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ კომიქსების მოყვარულებს დიდ საჩუქარს უმზადებს. გამომცემლობამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო მოლაპარაკება კომიქსების ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამომცემელთან, DC Entertainment-თან და წარმატებით დაასრულა:

“ერთი სული გვქონდა, როდის გავუმხელდით მკითხველს ამის შესახებ და დღეს დადგა ამის დროც.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა DC/Vertigo-ს პარტნიორი ხდება. შეთანხმების პირველი ეტაპი მოიცავს ოთხ ნაწარმოებს, რომლის ქართულ ენაზე გამოცემაც 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყება. ნაწარმოებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1. Batman: The Killing Joke ავტორი: ალან მური

2. V for Vendetta ავტორი: ალან მური

3. Batman: The Dark Knight Returns ავტორი: ფრენკ მილერი

4. Watchmen ავტორი: ალან მური

მეორე ეტაპისთვის კი გამომცემლობას სურს მკითხველს ნილ გეიმანის საკულტო სერია, The Sandman შესთავაზოს.

დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოში კომიქსებისა და გრაფიკული რომანების კითხვის კულტურის ჩამოყალიბებაში ჩვენს წვლილს შევიტანთ,” – ნათქვამია გამომცემლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.