20 აპრილი, 2016

“რომეო და ჯულიეტა” მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

mozardis12016 წელი ბრიტანელი დრამატურგის უილიამ შექსპირის წლად არის გამოცხადებული. მსოფლიო მისი გარდაცვალებიდან 400-ე წლისთავს აღნიშნავს.

მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი უერთდება ამ თარიღს. შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს 19 საათზე, დიდ სცენაზე წარმოადგენს რეჟისორ ლევან წულაძის მიერ დადგმულ სპექტაკლს „რომეო და ჯულიეტა“.

მსოფლიოსთვის ამ მნიშვნელოვან თარიღს ახალი სპექტაკლით შეუერთდება რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილიც, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა შექსპირის პიესაზე „აურზაური არაფრის გამო“.