კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ასაკს არ უშინდება და ახალ გამოწვევებზეც არ ამბობს უარს.
კულტურის სფეროში მოღვაწე ცნობილი ქართველი ქალბატონების კინორეჟისორების, მსახიობების, მხატვრების, მუსიკოსების, პროდიუსერების მიერ დაარსდა „ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია“, რომლის პრეზიდენტიც ლანა ღოღობერიძეა:
“ჩვენი ასოციაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელოვან ქალთა პოპულარიზაცია, კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების და საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, რათა გამოვეხმაუროთ ამ სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს.
პირველი საერთაშორისო კონფერენცია 20 და 21 მაისს გაიმართება, რომლის მთავარ თემას წარმოადგენს „ქალი და ხელოვნება ეკონომიკის განვითარებისთვის“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანი ადამიანი სხვადასხვა სფეროდან.”