7 აპრილი, 2016

კულტურის სამინისტრო სკანდალში ეხვევა

14თბილისი ოფენ ეარის ბორდის წევრი დავით ცინცაძე საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანის თემას ეხმაურება და მხოლოდ ერთი წამით ითხოვს ჩვენს ყურადღებას.

დავით ცინცაძე:

“ერთი წამით თქვენს ყურადღებას ვითხოვ რა.
ეს, რასაც ახლა ვუყურებთ, არის გაუგონარი თავხედობა რამდენიმე მიმართულებით, ვეცდები დავაწყო მიყოლებით.

ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ ჩემს საქმეზე ორიენტირებული, ჩაკეტილი კაცი ვარ და არასოდეს ვერევი სხვის საქმიანობაში. შეიძლება ხანდახან ზედმეტიც მომდის ამ კუთხით. არ მიყვარს “თბილისური” მიდგომა და “თბილისური” ინტრიგების ხლართვა, არ გამომდის და ვერც მაინტერესებს. მაგრამ.

1) “საქართველო მსოფლიო კალენდარზე” აქ სლოგანად არის დაცინვა – ამას აკეთებს თბილისი ოფენ ეარი უკვე 6 წელია, ოფენ ეარი არის ერთადერთი ივენთი, რომელსაც 5000ზე მეტი ტურისტი ჰყავს ჩამოყვანილი კონკრეტულ დღეზე და დღედაღამე ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში იმას ვცდილობთ, რომ სწორედ შავი ლაქა არ ვიყოთ მსოფლიო ინდუსტრიის რუკაზე. ამას ვაკეთებ “არათბილისურად” – კონკრეტული შეთანხმებებით არტისტებთან, აგენტებთან, სააგენტოებთან, ლეიბლებთან და სხვა ინდუსტრიულ ორგანიზმებთან. ისე როგორც ეს თავის დროზე გააკეთა თურქეთმა, პოლონეთმა, ბელარუსმა და გნებავთ უკრაიანამაც თავის დროზე.

ესე ცალკეული ვარსკვლავების ჩამოყვანით რომ ეს საქმე კეთდებოდეს, აბუ დაბი აქამდე ლოს ანჯელესი იქნებოდა.

ჯაზ ფესტივალს ჩამოჰყავს ტურისტების უწყვეტი ნაკადი? – ფესტივალს რომელზეც 4-5 ათასი მეტწილად posh საზოგადოება იკრიბება? ჯემ ფესტს? – რომელზეც დღეში კიდევ ამაზე ნაკლები ხალხი დადის?

თბილისი ოფენ ეარს მარტო ფეისბუქზე შარშან ჰქონდა 500 000 reach, მოვიდა 40 000-ზე მეტი ადამიანი. 25-მდე საერთაშორისო სიაში/შორტში/რეკომენდაციაში დაიმკვიდრა ადგილი. ეს ყველაფერი ქაღალდზეც არსებობს და ონლაინშიც – მინიმუმ 6-7 ჯერ (!) დიდი response გვქონდა, ვიდრე ნებისმიერ აქამდე არსებულ მუსიკალურ ივენთს საქართველოში.
ახლა უშუალოდ არტისტების შესახებ:

2) ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში ალბათ ერთადერთი ვარ/იმ ცოტაში შევდივარ ვინც პირადად იცნობს თითქმის ყველა დიდი არტისტის აგენტს და მენეჯმენტს. ლაპარაკი მაქვს 300-მდე დიდ player-ზე და 40-მდე სააგენტო/მჯმტ-ზე. თითქმის ყველა დიდი / მეგა არტისტის მოლაპარაკებების შესახებ ვიცი რა და როგორ ხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ხალხი მე მეკითხება საქართველოში ამა თუ იმ პრომოუტერის სანდოობას (მათ შორის აქედან უილიამსი/ რამაზოტიც – ამას პირველად ვამბობ, არ ვმარიაჟობ, ამის დოკუმენტებიც მაქვს) შესაბამისად, ისიც გადასარევად ვიცი, როგორ ოპერირებენ სხვადასხვა პრომოუტერები (ახლა უკვე სამინისტროებიც) ამ ველზე. არასოდეს ჩემს სიცოცხლეში არავისზე ცუდი არ მითქვამს და არავისი შოუ/მოლაპარაკება არ ჩამიშლია.

მუსიკალური ბაზარს ყველა სხვა ბაზრის მსგავსად აქვს თავისი წესები დაწერილიც და დაუწერელიც. არ შეიძლება მარტო იმიტომ რომ შეგიძლია, აიღო და არტისტში 6-7 მილიონი გადაიხადო, როდესაც მისი ჩამოყვანა 3 მილიონადაა შესაძლებელი – რასაც ესენი აკეთებენ. არ შეიძლება იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ამით ყველა სხვა პრომოუტერს უკლავ ყველანაირ შანსს, მეორე რომ შემდეგ სხვა არტისტებიც არაადეკვატურ ფასს ითხოვენ ქვეყანაში ჩამოსასვლელად და მესამე რომ ეს ფული ქვეყნის ბიუჯეტიდან გადის (ამაზე ქვემოთ). ამას აკეთებენ რუსები ბალტიის ქვეყნებში და მაგიტომაც ხდება იქ რაც ხდება. საქართველოში არსებობს რესურსი, რომ ნებისმიერი არტისტი იმის ნახევარ ფასში ჩამოვიდეს ვიდრე ხდება ახლა. ეს რატომღაც ყველას კიდია/თვალებს ხუჭავენ, ვინაიდან თვითონ ეს არ შეუძლიათ.

ოფენ ეარი კი ყოველ წელს ცდილობს მაქსიმალურად დაასაქმოს ის ხალხი, ვინც ამ ბიზნესშია გარეული. შარშან მე პირადად სტაფში მყავდა ადამიანები, ვინც ქვეყნის შიგნით და გარეთ აკეთებენ ამ საქმეს – მხოლოდ იმიტომ, რომ ერთიანად აგვეწია ქვეყნის ყველაზე დიდი მუსიკალური მოვლენა და ერთად მიგვეღო გამოცდილება. თორემ ჩემიანების გამოყენება კი არ მერიდება მე ბიძია.

3) ბიუჯეტი და დაფინანსება – გაუგონარი ამბავია, რომ კონკრეტული კომპანია, რომელიც ამავდროულად ჩემთვის გაუგებრად არის ტრანსფორმირებული კულტურის სამინისტროში, იღებს ათეულ მილიონობით დაფინანსებას და აკეთებს თავისი ეგიდით კონკრეტულ ივენთებს, თან აკეთებს ასე, როგორც ზემოთ დავწერე.

ოფენ ეარს ორჯერ აქვს მიღებული წერილობითი უარი კულტურის სამინისტროსგან თუ სწორად მახსოვს 10 და 20 000 ლარიან დაფინანსებაზე (რომელიც სასიცოცხლოდ გვჭირდებოდა) არასოდეს, რაც მე აქ ვმუშაობ, ფესტივალს არ მოუთხოვია სახელმწიფოსგან “მილიონები”. ამ დროს სხვა “ფავორში” მყოფი ივენთები იღებენ უზარმაზარ დაფინანსებას/ან თვითონ იფინანსებენ თავს. ამას რა ჰქვია ყველამ იცის ალბათ. ქვეყნის ყველაზე დიდი ფესტივალის/მოვლენის უგულებელყოფა ყველა პოსტერზე, ინფოში თუ პრეზენტაციაზე და სხვებისთვის ასე პირდაპირ ამხელა ფულის მიცემა – ამას ერთი სიტყვა ჰქვია, იურიდიულზე ვისწავლე ადრე, ვერ ვიხსენებ, დამეხმარეთ.

არასწორად არავინ გამიგოს, აქ ოფენ ეარს რატომ აფინანსებთ-ზე არაა ლაპარაკი, ამის იმედი არავის აქვს და მე რომ კაცმა მკითხოს სახელმწიფო დიდ სინერგიებს არც უნდა გასცემდეს მუსიკალურ ივენთებზე. აქ იმაზეა ლაპარაკი, რომ კონკრეტულ ფავორიტებს ასტრონომიული თანხებით ღიად მიეწოდებათ დაფინანსება, რაც არის თავხედობა.

4) “წარსული” – ნებისმიერი ოფენ ეარის ბიუჯეტი არის გახსნილი. მას შემდეგ, რაც ოფენ ეარმა დაიწყო დიდი არტისტების ჩამოყვანა და გახდა კომერციული ივენთი (ბილეთი 2 ლარი აღარ ღირდა ანუ) ოფენ ეარს აქვს დიდწილად მხოლოდ სპონსორების/ბილეთების გაყიდვის იმედი და ყოველ წელს ვაწყდებით სიძნელეებს, რომელსაც ხან სახელმწიფო გვიქმნის, ხან რა და ხანაც აგერ ა – მაგიტომაა რომ ყოველ წელს ვიბრძვით შემდეგი ფესტივალის ჩასატარებლად და გვყავს უკმაყოფილო ხალხი, რომელთაც ვცდილობთ დავუფაროთ დავალიანება, მივაღწიოთ შემდეგ ფესტივალამდე და ასე ყოველ წელს – ბრძოლა, ბრძოლა. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად გამოსწორდება – აქამდეც მივალთ და იმ სტაბილურობამდე მივალთ რაზეც ზემოთ ვლაპარაკობდი.

მაგრამ მანამდე ამის ასე უყურადღებოდ დატოვება არის ხელის მოწერა უკან გადადგმულ ნაბიჯზე, დიდ ნაბიჯზე.

მართლა ნამუსიც კაი საქონელია მაგის დედა ვატირე, სითავხედე და ეგეთი?

ვინც ამას პოლიტიკურ პერიპეტიებს მიაბამს – აუცილებად იქნებიან ეგეთები – ოფენ ეარზე ხალხი არ მოდის პოლიტიკური კუთვნილების გამო. მე პირადად არასოდეს ჩემს გაცნობიერებულ სიცოცხლეში არცერთი პარტიის მხარდამჭერი არ ვყოფილვარ – მითუმეტეს ნაციონალური მოძრაობის ან ქართული ოცნების. არ მომწონს არცერთი. XXI საუკუნეში ადამიანის პოლიტკუთვნილების გაგება პირდაპირ ონლაინაა შესაძლებელი – შეუძლია ნებისმიერ “აიეგენიიმისტებიარიანდაიმიტომ” დაეჭვებულს/მოკიჟინეს ჩემს პოსტებს ჩაუყვეს და თუ კიდევ რამე მსგავსში დამდებს ბრალს, მერე უკვე სხვა რამეს ჩაუყვეს/ჩააყოლოს.”