28 აპრილი, 2016

“კომედი შოუს” მსახიობს მანქანა დაეჯახა

komedi-shous-msaxiobi1“კომედი შოუს” მსახიობს მანქანა დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მსახიობი დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

გიორგი გოცირიძე, რომელიც “ვანოს შოუში” მონაწილე ჯგუფის “სამოქალაქო სექტორი” ერთ-ერთი წევრია და ”კომედი შოუს” სკეტჩებშიც მონაწილეობს, ამჟამად ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მსახიობი მართვით სუნთქვაზეა და რეანიმაციაშია მოთავსებული.