8 აპრილი, 2016

თაკო ჩარკვიანი: “ჰეი, ბატონებო! სულ კი ნუ გაგიჟდით!”

tako-charkv1iპუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. ის სთხოვს საზოგადოებას, რეალურად გააანალიზონ ქვეყანაში შექმნილი ვითარება და უდიდესი ყურადღებით გაითავისონ თავისი წილი პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე.

თაკო ჩარკვიანი:

“შუაგულ ქართლში შემოგვივარდა, შუა რუსთაველზე აგვჩეხა, აფხაზეთი წაიღო, წარსულზე აღარაფერს ვამბობ, მხოლოდ უახლეს წარსულზე ვსაუბრობ, აგერ დგას ყურის ძირში ტანკებით რაც თავი მახსოვს, თან გვაწიოკებს, თან გვეუბნება მეზობელი ვარ და სხვისკენ საშველად რატომ იხედებიო.

გინახავთ ასეთი რამ? გაგიჟდება კაცი! მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მ ა ნ ქ უ რ თ ე ბ ი ს იმედი აქვს, აი იმ ხალხის, ომი საქართველომ დაიწყოო – საკუთარ ქვეყანას, რომ ადანაშაულებენ…

ჰეი, ბატონებო! სულ კი ნუ გაგიჟდით – მიშა კი არ არის საქართველო – ჩვენი ქვეყანაა! ჩვენი! ჩ ვ ე ნ ი!”