9 აპრილი, 2016

ზურა სოტკილავა დააჯილდოვეს

zurab-sotkilava1ქართველი საოპერო მომღერალი, დიდი თეატრის სოლისტი ზურაბ სოტკილავა დააჯილდოვეს.

არაერთი საერთაშორისო პრემიის და ჯილდოს მფლობელი ტენორი საოპერო ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვის, განსაკუთრებული წვლილისთვის, ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის და მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციისთვის დაჯილდოვდა.

თბილისში ჩამოსული ზურაბ სოტკილავა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენით დაასაჩუქრა.

საოპერო მომღერალმა შემოქმედებითი კარიერა რამდენიმე თვის წინ განაახლა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ზურაბ სოტკილავა სიმსივნეს ებრძოდა, მისი დამარცხება შეძლო და საყვარელ საქმეს დაუბრუნდა.