4 აპრილი, 2016

ვინ უწოდებს მოღალატეს თამარ გვერდწითელს?

tamar-gverdwiteli12ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა ტენდენცია – საქართველოდან რუსეთში წასულ ხელოვანებს სამშობლოს მოღალატეებს უწოდებენ.

მომღერალი თამარ გვერდწითელი კარგა ხანია საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს და რუსეთში ცხოვრობს.

“ვინმეს აქვს სურვილი თქვას თამარ გვერდწითელი მოღალატეა?!” – ასე იწყება სპეციალური განცხადება, რომელიც მომღერლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:

“ამ სიმღერის მერე ნუთუ ვინმეს აქვს სურვილი თქვას, თამარ გვერდწითელი მოღალატეა?! იცით რას გეტყვით?! თქვე ჩათლახებო! ქალს, რომელსაც საქართველოს გაგონება და ზოგადად საქართველო აღარ უყვარს, ის არც ქართულენოვანს შეასრულებს ოდესმე და არც საქართველოსკენ გამოიხედავს.

ზოგადად ასე არიან ადამიანები. გინდ ნაციზმში ჩათვალეთ, გინდ ეროვნულ დისკრიმინაციაში. ადამიანები როცა ვერ იტანენ სხვა ეროვნებას, ისინი არც მათ ენას აღარ ეკარებიან! და არც კავშირს აბამენ არსებულ ეროვნებებთან! საქართველოდან წასულებს მოღალატეებად ნუ თვლით. იქ, სადაც კარიერას იწყობ და უკეთესობას ხედავ, იქ უნდა იყვე თუნდაც სამუდამოდ! Так логична!”

https://www.facebook.com/TamaraGverdciteliOfficial/videos/257302981280394/