29 აპრილი, 2016

ერთად გადავარჩინოთ ჯაბა ბოჯგუა!

jaba6მომღერალი ჯაბა ბოჯგუა უკვე 8 წელია კომაშია და ლოგინს არის მიჯაჭვული. ის დედასთან და მოხუც ბებიასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

– ერთად გადავარჩინოთ ჯაბა ბოჯგუა! – ამ მოწოდებით მომღერლის დასახმარებლად მისი კოლეგები ერთიანდებიან.

12 მაისს დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, სადაც იმღერებენ ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, სახე, დათო ხუჯაძე, ნინო ჩხეიძე, ქუჩის ბიჭები, თეატრალურის კვარტეტი, ალილო (ლაშა ღლონტი), ანრი ჯოხაძე, გიო ხუციშვილი, ოთიკო ანდრიაძე, ნოდიკო ტატიშვილი, გოგა მესხი, დათუნა მგელაძე, სეიშენი, ნინი ბადურაშვილი, დათო არჩვაძე, ანი სირაძე, ოთო ბერიშვილი, ანი ღონღაძე, შოთი და რეზი ქარცივაძე, ფრანი და ნიკოლშოუ.

ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად გამართულ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10, 15 და 20 ლარია.