11 აპრილი, 2016

დუდანა მაზმანიშვილი – პიანისტი, დიპლომატი, მსახიობი…

dudana-mazmanishvili1პიანისტი, დიპლომატი, მსახიობი – ასე შეიძლება შევაჯამოთ ქართველი პიანისტის დუდანა მაზმანიშვილის ნაყოფიერი საქმიანობა, რომელიც წლებია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

დუდანა გერმანიაში საქართველოს საელჩოში მუშაობს და კულტურულ ღონისძიებებს კურირებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტი უცხოელისთვის წარმოჩენას და გაცნობას ემსახურება.

დუდანა მაზმანიშვილი რეჟისორმა ტილ შვაიგერმა ფილმში გადაიღო. Warner Brothers-ის, Miramax-ის და Century Fox-ის ერთობლივ ფილმში ”Schutzengel” – “მფარველი ანგელოზი” პიანისტმა რუსული ახალი ამბების გამოშვების ტელეწამყვანის როლი შეასრულა.

დუდანა მაზმანიშვილი:

“ეს ინფორმაცია ჯერ არსად გამოქვეყნებულა. ახლაც მეგობრებმა დამაძალეს, გააგებინე საქართველოშიო. ქართველებიდან ფილმში მხოლოდ მე ვმონაწილეობ. ეს ჩემთვის ნამდვილად საინტერესო შემოთავაზება იყო, რომელზეც უარი არ მითქვამს.

მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არაა. მაისში ნინო ხარატიშვილის Liv Stein-ი იდგმება ბერლინის ერთ-ერთ თეატრში და იქაც ვთამაშობ პიანისტს. 9 სპექტაკლია დაგეგმილი.”