15 აპრილი, 2016

არჩილ ჩიხლაძე – უმძიმეს პირობებში ყველასგან მიტოვებული მომღერალი

archil-chixladze123“კართან მოდგა შემოდგომა” – მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების მიერ შესრულებული ეს სიმღერა ყველა თაობის მსმენელისთვის კარგად არის ცნობილი.

დღეს არჩილ ჩიხლაძე უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ავარიულ სახლში უკვე ორი წელია არც დენი აქვს და არც გაზი. მისი შემოსავალი 160 ლარიანი პენსიაა, რომელიც საკვების საყიდლადაც არ ჰყოფნის. 14 აპრილს არჩილ ჩიხლაძეს 83 წელი შეუსრულდა.

ისტორიკოსმა ვლას ვაწაძემ ყველასგან მივიწყებული მომღერალი იერუსალიმის ქუჩის გადაღებების დროს შემთხვევით აღმოაჩინა.

ვლას ვაწაძე:

“რამდენიმე დღის წინ იერუსალიმის ქუჩაზე გვქონდა ფოტოგადაღებები, ჩვენი ყურადღება ერთმა ჩვეულებრივმა თბილისურმა ეზომ მიიპყრო, სადაც მეორე სართული ერთ ხის კუსტარულ ბოძზე იყო შემაგრებული. გვითხრეს რომ მეორე სართულზე მომღერალი ცხოვრობსო.
დავინტერესდით ვინ მომღერალი, აღმოჩნდა არჩილ ჩიხლაძე, რომელიც არის ავტორი და შემსრულებელი სიმღერისა “კართან მოდგა შემოდგომა”. არჩილმა გვისტურმა ერთ ნესტიან ოთახში, სადაც უკვე მეორე წელია არც გათბობა და არც დენი არ აქვს, თავი გააქვს 160 ლარიანი პენსიით, რომლითაც თავის მეუღლე მაყვალა ჩიხლაძეს ეხმარება. ინტერვიუ გადაიღო დავით შალიკაშვილმა. არჩილი 14 აპრილს 83 წლის გახდა.”