Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხელოვნების სასახლეში უნიკალური კოლექცია გამოიფინება

gamofena-sasaxleshi17 აპრილს, 19 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლში უპრეცენდენტო გამოფენა გაიხსნება.

პირველად, ხელოვნების სასახლის ისტორიაში ცნობილი ქართველი კოლექციონერის დავით ლაზაშვილის ანტიკვარული კოლექციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

საზოგადოებას საშუალება ექნება არა მარტო დაათვალიეროს ძველი თავადური საგვარეულოს წარმომადგენელთა ძვირფასი ნივთები, არამედ სურვილის შემთხვევაში, შეიძინოს კიდეც.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ბაგრატიონების, მუხრანბატონების, ჭავჭავაძეებისა და ამილახვრების ნაქონი ნივთები. კოლექცია დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში გროვდებოდა და იგი ევროპული სკოლის წარმომადგენლების, მათ შორის, მურილიოს სკოლის ნახატებს მოიცავს.

ხელოვნების სასახლეში გამოიფინება რუსული საიმპერატორო ჭურჭელი, ფრანგული და ჩინური გამოყენებითი ხელოვნების უნიკალური ნიმუშები. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მსოფლიოში ცნობილი ფირმის “ფაბერჟეს” საიუვილერიო ნაწარმი.

გამოფენაზე წარმოდგენილია დიდი ფერწერული კოლექცია, რომელიც XVIII-XIX საუკუნეების რუსულ და ევროპულ ნამუშევრებს აერთიანებს.

ექსპოზიცია ხელოვნების სასახლეში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ეწყობა და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.