Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი მომღერლები ბრიტანულ იქს ფაქტორში

20 აპრილი, 2016

goga1ბრიტანული იქს ფაქტორის ისტორიაში პირველად – ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

გოგა მესხი და მარიამ ივარდავა ფართო საზოგადოებამ სხვადასხვა მუსიკალური კონკურსებიდან გაიცნო. მარიამ ივარდავამ თავისი და მეუღლის მონაცემები ბრიტანული იქს ფაქტორის შესარჩევ ტურზე გადააგზავნა და დადებითი პასუხი მიიღო. ახლა მომღერალი ცოლ-ქმარი სპონსორის ძიებაშია, რათა დროულად ჩაფრინდნენ ბრიტანეთში და მონაწილეობა მიიღონ პროექტში.

გოგა მესხი:

– ჩემმა მეუღლემ, მარიამ ივარდავამ გადააგზავნა ორივეს მონაცემები ბრიტანული იქს ფაქტორის ქასთინგზე. გაგზავნიდან 2 კვირის შემდეგ მოგვივიდა პასუხი და მიგვიწვიეს.

24 აპრილს უნდა ვყოფილიყავით უკვე ქასთინგზე დუბლინში მაგრამ სპონსორების არ ყოლის გამო ვერ მივფრინავთ. ამიტომ ვთხოვეთ იქს ფაქტორის სტაფს, რომ 1 მაისს გადაეტანათ ჩვენი ქასთინგი.

მაქსიმუმ 29 აპრილს უნდა გავფრინდეთ, დაახლოებით 3-4 დღე გვაქვს სპონსორების მოსაძებნად. არ არის აუცილებელი ერთმა სპონსორმა დაგვიფინანსოს ყველაფერი, შესაძლოა ვიღაცამ ბილეთები დააფინანსოს, ვიღაცამ ვიზის ხარჯები, ვიღაცამ საცხოვრებელი ხარჯები.

ეს არის პირველი შემხვევა ბრიტანული იქს ფაქტორის ისტორიაში ქართველები ბრიტანეთის იქს ფაქტორის სცენაზე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მონდომება და ჩვენი სახელი, ეს სრულიად საქართველოს ეხება და ჩვენ იქ საქართველოს სახელით გავდივართ, რათა ქართველებმა იამაყონ და ნახონ, რომ თუ მოინდომებ ამ ცხოვრებაში ყველაფერია შესაძლებელი. ამაში კი სპონსორების დახმარება გვესაჭიროება სასწრაფოდ.

– რა თანხაა საჭირო?

– დაახლოებით 30 000 ლარი.