Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საქართველო “ახალ ტალღას” უბრუნდება

19 აპრილი, 2016

1axali-talgaსიმღერის საერთაშორისო კონკურსს “ახალი ტალღა” ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველო ისევ უბრუნდება. კონკურსზე ნუცა ბუზალაძის გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობაზე. მიზეზი მისი ლატვიიდან სოჭში გადატანა გახდა.

წელს საკონკურსო მარათონში საქართველო კვლავ ჩაერთვება და მასში ჩვენი ქვეყნის სახელით “ახალი ხმის” ერთ-ერთი ბოლო სეზონის გამარჯვებული გიორგი ნადიბაიძე მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაცია ამის შესახებ მოსკოვში მყოფმა გიორგი ნადიბაიძემ თავად გაავრცელა:

“მეგობრებო, ძალიან კარგი ამბავი მაქვს! ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს!

მოკლედ გეტყვით, რომ მიუხედავად დიდი მღელვარებისა და კონკურენციისა, „ახალი ტალღის“ (წარსულში ცნობილი იურმალა) ნახევარფინალი წარმატებით გავიარე და მოვხვდი გრანდიოზულ ფინალში, რომელიც გაიმართება სოჭში და სადაც საქართველოს სახელით მივიღებ მონაწილეობას.

დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამომივა და ვასახელებ საქართველოს.

პ.ს ყველას უღრმეს მადლობა თანადგომისა და კეთილი სურვილებისთვის!”

giorgi-nadibaidze1