Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რობერტ სტურუა: “რა შუაშია კულტურა?”

24 აპრილი, 2016

1sturua-qartvelebs-akritikebsრუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის ამონარიდს აქვეყნებს და მას აბსოლუტურ სიმართლეს უწოდებს.

მერაბ მამარდაშვილი:

“…პირდაპირ სახეში რომ გეუბნებიან ტყუილს და თვალსაც არ ახამხამებენ, გართმევენ უსამართლოდ, გახრჩობენ, გთრგუნავენ და შენ თქმაც არ შეგიძლია არაფრის…”

რობერტ სტურუა:

“აბსოლუტური სიმართლე!

რა შუაშია კულტურა, ან მხოლოდ და მხოლოდ კულტურა?!

ფილოსოფოსი, რომელიც ჩვენი ცხოვრების, მრავალსაუკუნოვანი ყოფის სიავეს ჩაწვდა, გულის ტკივილს გამოხატავს… ხოლო, თუ მის აზრებს იცნობ, იმასაც შეამჩნევდი, როგორი დაუნდობელია სხვა ერების მიმართ, საერთოდ ადამიანის მიმართ.

ნუ დაივიწყებთ 2000 წლის წინ გაბრწყინებული ხალხი “ოსანათი” შეხვდა მაცხოვარს, მეხუთე დღეს კი…

გილოცავთ ბზობას…”