Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავის გახსნის სამზადისი მიმდინარეობს

26 აპრილი, 2016

nona-gafrindashvilis-varskvlavi1საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გია გიორგაძეს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნონა გაფრინდაშვილის 75-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით დაგეგმილი ვარსკვლავის გახსნის სამზადისის მიმდინარეობა და ღონისძიებისთვის აუცილებელი მნიშვნელოვანი საკითხები.

3 მაისს საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ქართველი მოჭადრაკეს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის სასახლის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან.

ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ის იყო ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე 128 პარტია ჩაატარა.

მას მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი, ასევე 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული.

კულტურის პალატის მიერ ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავის საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდება.