Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინი ბრეგვაძეს პრობლემები შეექმნა

30 აპრილი, 2016

nini-bregvadzis-albomi1იქს ფაქტორის მეორე სეზონის ფინალისტმა ნინი ბრეგვაძემ სადებიუტო ალბომზე მუშაობა დაასრულა, თუმცა მომღერალს ალბომის გაყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

ნინი ბრეგვაძე:

“გაჩნდა ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით თუ სად გაიყიდებოდა ჩემი ალბომი ‘CRAZY I’. მინდა გავცე შემდეგნაირი წყენანარევი პასუხი, რომ წესით უკვე უნდა ყოფილიყო გაყიდვაში ერთ-ერთ სუპერმარკეტში. არ მიიღეს და წავედით მეორეგან, იქაც არ მიიღეს, წავედით მესამეგან ანალოგიურად გამოგვიშვეს უკან, არ დავდნებდი და მეოთხეგანაც მივედით და ამათაც არ გამოელიათ მიზეზები.

უცბად მეწყინა მხოლოდ ბერა ივანიშვილის დისკის ყიდვის საშუალება რომ გვაქვს საქართველოში და გავბრაზდი, რისთვის დავბეჭდე მაშინ ვიზუალი-თქო, მაგრამ საბედნიეროდ, მემგონი პრობლემა გადაიჭრა და, სავარაუდოდ, ერთ კვირაში შეძლებთ ალბომის შეძენას. უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. რამოდენიმე დღეში iTunes-ზეც დაიდება.

დიდი ბოდიში შეფერხებისთვის, მადლობა მოთმინებისთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგში, როდესაც არტისტი ძლივს გადაწყვეტს მთელი ფინანსები მუსიკაში ჩადოს ისე, რომ წამით არ იფიქროს სხვა დანარჩენ არაფერზე, იმის ხელშეწყობა მაინც ექნება, რომ თაროზე არ შემოდოს და დღის სინათლეზე გამოიტანოს.”