Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მტერს რატომ უნდა ვუცეკვო და ვუმღერო?”

misha-zaqariashvili1კომპოზიტორი და მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი ქართველი მომღერლებისა და მოცეკვავეების რუსეთში კონცერტების გამართვის თემას ეხმიანება.

მიხეილ ზაქარიაშვილი:

“ერთი რა ვერ გავიგე იცით? აი, სომეხმა რომ აზერბაიჯანში იმღეროს ან პირიქით, აზერბაიჯანელმა სომხეთში, წარმოგიდგენიათ? სანამ სადავო საკითხებს არ გადაწყვეტენ! არა ხო? არც ერთი ამას არ იზამს ხომ ასეა?

მაშ რუსეთში რატომ უნდა იმღერონ და იცეკვონ ქართველებმა? თუ ვთანხმდებით ყველა, ოპოზიციაც და პოზიციაც, რომ რუსეთი ოკუპანტია, იქნებ გამცეთ პასუხი ვინმემ? (იქ ვინც ცხოვრობს იმათ არ ვეხები).

ხელოვნება საზღვრების გარეშეო, ხომ ამბობთ? კი, ბატონო, გეთანხმებით მასეც უნდა იყოს… მაშ, რითი ვართ ჩვენ ამ სომეხზე და აზერბაიჯანელზე ნაკლები? ჩვენი მტერი მტერი არ არის და იმათი მტერი მტერია?

იქნებ ამიხსნათ ვინმემ მე მტერს რატომ უნდა ვუცეკვო და ვუმღერო? სხვა საკითხია, მე რუსი მწერლების ნაწარმოებს წავიკითხავ თუ რუსი კომპოზიტორების სიმღერებს მოვუსმენ…”