Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ილო ბეროშილის შოუ” ეთერში ვერ გავა

ilo1ტელეკომპანია “იმედზე” არსებულ გადაცემებთან დაკავშირებით დიდი ცვლილებები ხორციელდება.

ცვლილებებთან დაკავშირებით, ინფორმაცია შალვა რამიშვილმა გაავრცელა და განაცხადა, რომ მისი საქმიანი ურთიერთობა “იმედთან” დასრულდა.

შალვა რამიშვილი:

“მეგობრებო, “იმედთან” ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა!

დღეს იმ კომპანიამ, რომელიც “იმედის” დაკვეთით ამზადებს “ილო ბეროშილის შოუს”, “ერთხელ საქართველოში”, ეთერში ჯერ არ გასულ სერიალს “2 გოგოს” უზრუველყოფს ჩემს მონაწილეობას გადაცემა “პოლიტიკაში” “იმედისაგან” მიიღო წერილი, რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია. მიზეზი ახსნილი არ არის.

შესაბამისად ამ პარასკევს მე ვერ წავიყვან თეონასთან ერთად “პოლიტიკას”. კვირას ვერ გავა “ილო ბეროშილის შოუ”, ჩერდება გადაღების პროცესში მყოფი ახალი სერიალი.

ვაპირებ ვითარების გარკვევას.”