Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გოდერძი ჩოხელის “ლუკას სახარება”

30 აპრილი, 2016

lukas-saxareba1გოდერძი ჩოხელის “ლუკას სახარება” ყველაზე აქტიურად ეხმაურება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. თავისი ნაწარმოები მან ფილმად აქცია და არაერთხელ უთქვამს, რომ ამ ფილმის ყურებისას ბევრჯერ უტირია.

ლუკას უკრძალავენ იყოს მორწმუნე და ამის გამო, დასცინიან კიდეც:·

“- ხომ არ არსებობს აღდგომა?
– დიახ, მასწავლებელო.
– დიახ კი არა, არა–თქო!
– არა, მასწავლებელო!
– მაშ ეს ბიჭი ხომ იმსახურებს ამისათვის სასჯელს?!
– ლუკაზე მიუთითა დირექტორმა.
– დიახ, მასწავლებელო!
– აბა, შემოარბენინეთ ასი წრე! – ბრძანა დირექტორმა და ბალღები ყიჟინით გაეკიდნენ ლუკას.
ორმოცდამეთხუთმეტე წრეზე მთელი ეზო თვალებში დაუტრიალდა ლუკას და გონი აერია, მუხლები მოეკვეთა და წაიქცა.
დირექტორმა წამოაყენა და ჩაეკითხა:
– აბა, აღსდგა ქრისტე?
– ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ, მასწავლებელო…!”