Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

აღმოჩენა ხანძთაში

29 აპრილი, 2016

xanzta1ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული კულტურული ძეგლები წლებია მეცნიერებისთვის კვლევის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კერას წარმოადგენს. სამუშაოების წარმოებისას მეცნიერები არაერთი ახალი აღმოჩენის მომსწრენი ხდებიან.

ხანძთაში ახალ აღმოჩენასთან დაკავშირებით, ინფორმაცია კვლევის ცენტრმა გაავრცელა:

“ხანძთის მონასტრის დასავლეთით, 500 მეტრზე, 20-ზე მეტ მიწისქვეშა სათავსს მივაკვლიეთ. სათავსები ნაგებია ქვით და თითოეული რამდენიმე ოთახისგან შედგება. მიწისქვეშა სათავსებში მრავლად არის ქვევრები. სავარაუდოდ, სათავსებს ხანძთის მონასტრისათვის სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა.”