Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

არჩილ ჩიხლაძის ყველაზე მაგარი ამბავი

20 აპრილი, 2016

archil1“არტინფო” უკვე წერდა მომღერალ არჩილ ჩიხლაძის გაუსაძლის ცხოვრებაზე. ინფორმაციამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მისი დახმარების სურვილი ბევრმა გამოთქვა.

არჩილ ჩიხლაძე იერუსალიმის ქუჩაზე ერთ-ერთ ავარიულ შენობაში ცხოვრობს. მას კარგა ხანია არც შუქი აქვს და არც გაზი. თუმცა ორი დღეა მისი ცხოვრება შეიცვალა. მარიამ იოსავა მეგობრებთან ერთად ესტუმრა მომღერალს და პროდუქტები და პირველადი ნივთები მიუტანა:

“მეგობრებო არჩილი ბაბუსთან სტუმრობის მერე, აღმოვაჩინეთ რომ სახლში კოვზიც კი არ ჰქონია. წავედით და მივუტანეთ რაც აუცილებელი იყო, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საკვები, ტკბილეული… არჩილი ბაბუს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მას ისევ ძალიან სჭირდება ჩვენი თანადგომა. კიდევ ბევრი რამ არ აქვს, რომ იცხოვროს ადამიანურ პირობებში.

უფლის წყალობით, გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც დაეხმარებიან საწყალ მოხუცს. ჩვენ ყოველ კვირა უნდა დავულაგოთ სახლი, ვისაც სურვილი გექნებათ მიიღოთ მონაწილეობა მომწერეთ პირადში!

ყველაზე მაგარი ამბავი… როგორც იცით არჩილ ბაბუს შუქი არ ჰქონდა, კეთილმა ადამიანმა დახმარება შემოგვთავაზა და წავედით გასაკეთებლად, მაგრამ რომ მივედით, ბაბუს უკვე ჰქონდა შუქი, მასთან დაგვხვდა მისი სიძე, რომელმაც გაუკეთა დენი. ძალიან გამიხარდა რომ ასე მოხდა და სიძე ვნახედ იქ, ყველასთან დიდი მადლობა დამაბარა ვინც არჩილ ჩიხლაძეს შეეწია.

ყველაზე მაგარი ამბავი კი ისაა რომ, თურმე გამგეობიდან მისულან და ძალიან მალე ბაბუს რემონტს გაუკეთებენ სველი წერტილითურთ!! გახარებული ვარ…. თუმცა საწყენია, რომ მხოლოდ მერე ახსენდება ჩვენს სახელმწიფო მოხელეებს ხალხი, როცა ამხელა აჟიოტაჟი ატყდება და თვალებეზე ავაფარებთ ამა თუ იმ ადამიანების გაჭირვებას, მაგრამ მაინც მადლობა მათ! სჯობს გვიან ვიდრე არასდროს…”