19 აპრილი, 2016

რეზო ჩხეიძისა და კოტე მახარაძის ქუჩები თბილისში

kote_rezoთბილისში რეზო ჩხეიძისა და კოტე მახარაძის სახელობის ქუჩები იქნება. გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოში გამართულ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისში რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაციაც გასცეს.

კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის სახელი მიენიჭება მთაწმინდის რაიონში მდებარე ლარსის ქუჩის შესახვევს. ამავე რაიონში იაკობ ნიკოლაძის ქუჩის პირველ ჩიხს კი მსახიობ კოტე მახარაძის სახელის მიენიჭება.

ინფორმაცია სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ გაავრცელა:

“რეზო ჩხეიძე ლარსის ქუჩაზე ცხოვრობდა და იქ არის ლარსის შესახვევი, რომელიც უკვე ქუჩად ჩამოყალიბდა, ამიტომ მას რეზო ჩხეიძის სახელი მიენიჭება. რაც შეეხება კოტე მახარაძის სახელობის ქუჩას, ფიქრის გორაზე ჩვენ გვაქვს ცალკე შესახვევი, რომელიც ასევე ცალკე ქუჩად ჩამოყალიბდა და მას კოტე მახარაძის სახელი დაერქმევა.”