21 მარტი, 2016

ზურაბ წერეთელი 1,5 მილიონს ითხოვს

zura-wereteli1რუსეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი ზურაბ წერეთელი 1,5 მილიონ დოლარს ითხოვს. მიზეზი ახალი ქანდაკებაა. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მისი ნამუშევრები სოლიდური თანხა ღირს.

მიუხედავად იმისა, რომ მოქანდაკემ არაერთი ბიუსტი თუ ძეგლი უსრულიად უსასყიდლოდ საჩუქრად გადმოსცა საქართველოს, ამჯერად ხელოვანი კონკრეტულ თანხას ასახელებს, რომლითაც თავისი სამუშაო შეაფასა.

1,5 მილიონი დოლარი ზურაბ წერეთლის მიერ დამზადებული სტალინის ძეგლი ღირს. სტალინის ძეგლის გორში დაბრუნებას გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილი გეგმავს.

ტელეკომპანია „დიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ თუკი სტალინის ძეგლის უკან დაბრუნებას გორელები მოითხოვენ, მაშინ ძეგლი უკან დაბრუნდება.
ირაკლი ოქრუაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ სტალინის ახალი ძეგლის შექმნაზე ცნობილ ქართველ მხატვარს ზურაბ წერეთელს ესაუბრა, რაშიც მან 1,5 მილიონი დოლარი მოითხოვა.