28 მარტი, 2016

ვლადიმერ სპივაკოვი თბილისში

spivakov1მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე და დირიჟორი ვლადიმერ სპივაკოვი თბილისში ჩამოდის. 71 წლის მაესტრო კონცერტს საქართველოს დედაქალაქში თავის ორკესტრთან ერთად გამართავს. ვლადიმერ სპივაკოვს საქართველოში გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავს.

ამ სასიამოვნო ინფორმაციას რეჟისორი დავით საყვარელიძე ავრცელებს:

“საახალწლოდ ძვირფასი კალამი მივიღე საჩუქრად. დაგპირდით კარგ კონტრაქტებს მოვაწერ ხელს- მეთქი.

ჰოდა მოვაწრე კიდეც სწორედ იმ კალმით!

27 აპრილს სპივაკოვი და მისი ორკესტრი ჯანსუღ კახიძის დარბაზში გამართავენ მაგარ კონცერტს!

ხოლო მომავალ წელს სექტემბერში ზუბინ მეტა და ხატია ბუნიათიშვილი ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად წინანდალში დაუკრავენ!

ორივე კონტრაქტზე ხელი მაქვს მოწერილი!

კიდევ ორ უდიდეს დირიჟორთან მაქვს მოლაპარაკება და თუ გამიმართლა მათაც ჩამოვიყვან!!!”