4 მარტი, 2016

ვანო იანტბელიძე: “ვაი… რა დღეში ვართ!”

1vano-iantbelidzeთელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ხელოვანი შეწუხებულია მისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული თემების გაუფასურებით და გული სწყდება, რომ დღითი-დღე ყველაფერი სულ უფრო და უფრო უარესობისკენ მიდის.

ვანო იანტბელიძე:

“ვაი… რა დღეში ვართ, ხალხოოო… ეს აგურ-აგურ ნაშენები გემოვნება… და კიდევ უფრო ნაფერები ხელოვნება… ანუ შემოქმედება საით მიგვყავს…

აღარ მინდა ვუყურო ტელევიზიას… ეხ, ნეტა რაზე ვიშლი ნერვებს… ცოდოა ბავშვები… დიდებს კიდევ ტვინებს ვურეცხავთ… ნეტა მართლა გვეშველება რამეეე ჰაა?

ბოდიშს ვუხდი გემოვნებიან ჟურნალისტებს და გადაცემებს…”