25 მარტი, 2016

ვანდალიზმი ჯვრის მონასტერზე

jvari1მცხეთაში მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო ძეგლზე – ჯვრის მონასტერზე ვანდალური აქტი განხორციელდა. მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ VI საუკუნის ტაძარზე დაუდგენელმა პირებმა თურქულად, არაბულად და ლათინურად წარწერები დატოვეს.

ინფორმაციას ნინო ანდრიასოვა ავრცელებს, რომელიც ჯვრის მონასტერში ორიოდე დღის წინ იმყოფებოდა:

“ვიყავი სტუმრებთან ერთად ჯვარზე და რა ვნახე…. ჯვრის კედლებზე წარწერები თურქულად, არაბულად და როგორც ხედავთ, ლათინურად არის….. როგორ შეიძლება ასე???

თუ კულტურა არ გააჩნია ადამიანს ეგდოს სახლში… ერთი ვინმემ მათ ქვეყნებში ასე დატოვოს თავისი წარწერები ისტორიულ ძეგლზე ან მეჩეთზე…

უეჭველი “მხატვარს” დაერხევა მაგრად!!!! რატომ ჩვენთან არავინ არ აქცევს ყურადღებას ასეთი ფორმის ვანდალიზმს??? იმაზე, რომ უმეტესი ტურისტი არაბული ქვეყნებიდან უვარგისად იქცევა ტაძრებში, საერთოდ არ ვამბობ…”

jvris-monasteri1