7 მარტი, 2016

უკრაინელი კონტრაბასისტი თბილისში დაუკრავს

1mark-tokariუკრაინელი კონტრაბასისიტი და იმპროვიზატორი მარკ ტოკარი თბილისში 9 მარტს ჩამოვა და ორ კონცერტს გამართავს.

მოძრაობის თეატრში 10 და 17 მარტს, 21 საათზე ჯაზის საღამოები Double Double Three გაიმართება, რომელშიც მარკ ტოკართან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მუსიკოსები.

საქსაფონისტი რეზო კიკნაძე, კონტრაბასისტი გიორგი კიკნაძე, გიტარისტი ნიკა გაბაძე, საქსაფონისტი ლაშა საყვარელიძე და დრამერი ირაკლი ჭოლაძე სტუმართან ერთად იმპროვიზაციის ზეიმს მოაწყობენ და მოძრაობის თეატრში შეკრებილი მსმენელისთვის ჯაზურ კომპოზიციებს შეასრულებენ.