16 მარტი, 2016

წიგნები თანამედროვე ხელოვნებაზე საბაჟომ პორნოგრაფიად შერაცხა

campusi1გერმანული გამომცემლობა “კეტლერის” მიერ საქართველოში გამოგზავნილი ასეული წიგნი საბაჟომ პორნოგრაფიად შერაცხა და ექსპერტიზაზე გადააგზავნა.

ინფორმაციას “სტუდიო კამპუსი” ავრცელებს:

“პორნოგრაფიასთან ბრძოლა ახალ ფაზაში შედის!!!

ერთ-ერთმა გერმანულმა გამომცემლობა “კეტლერმა” გამოგვიგზავნა რამდენიმე ასეული წიგნი თანამედროვე ხელოვნებასა და არქიტექტურაზე. წიგნები ჩამოვიდა და საბაჟომ ჩამოსული წიგნები შერაცხა პორნოგრაფიულ ლიტერატურად და გადაგზავნა ექსპერტიზაზე. ახლა არ ვიცით, რა ბედი ეწევა წიგნებს, ველოდებით პასუხს.

მალე გამოვაქვეყნებთ მსოფლიოში აღიარებული არტისტების სიას, რომელთაც ქართული საბაჟო პორნოგრაფიაში სდებს ბრალს.

პ.ს. ბევრი ზარის და ატეხილი ამბის შემდეგ დეპარტამენტიდან დაგვირეკეს, რომ ელოდებიან შეფასებას ექსპერტებისგან.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის მოგვცემენ წიგნებს და მოგვიწევს თუ არა რაიმე დამატებითი თანხის გადახდა.

ჩვენც ველოდებით პასუხს.”