28 მარტი, 2016

თბილისში უნიკალური ხელოვნება ნადგურდება

unikaluii-dzeglebi-nadgurdeba1ძველ თბილისში არაერთი შენობაა, რომელიც თავისი უნიკალურობით კულტურულ ძეგლებს არაფრით ჩამოუვარდება. მათი უმრავლესობა განადგურების პირასაა და გადაუდებელ სარესტავრაციო სამუშაოებს ითხოვს.

მსახიობი ზურა პირველი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შენობების ფოტოებს აქვეყნებს და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად მიხედონ ამ ფასდაუდებელ საგანძურს.

ზურა პირველი:

“ასე როგორ შეიძლება? ვინმემ ხომ უნდა მიხედოს ამას? ვინმემ ხომ უნდა აგოს პასუხი?

ქვეყნის გაძარცვა მხოლოდ საგანძურის საზღვრებს გარეთ გატანა ხომ არ არის? რად გვინდა, თუ აქ გვაქვს, მაგრამ გვილპება და გვინადგურდება ეს საგანძური?

მე არ ვიცი, კონკრეტულად ვის ეხება ეს, არქიტექტორებს, მერიას, თუ ვის?

რა თქმა უნდა, “ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო”, მაგრამ ფიროსმანის ტილოს ყიდვას, არ ჯობდა, ამ საგანძურის რესტავრაციაში დახარჯულიყო ის უზარმაზარი თანხა? ფიროსმანი ისედაც საკმარისადაა საქართველოში და ყოფილიყო ვინმე მილიონერის კოლექციაში, უფრო მეტი ადამიანი არ ნახავდა და უფრო მეტი არ გაიგებდა საქართველოს შესახებ? “კუხნაში” ან “სარაიაში” ხო არ დაკიდებდნენ?”

dzeglebi8

dzeglebi9

dzeglebi7