17 მარტი, 2016

თბილისში ეროს რამაზოტიც ჩამოვა?

eros-ramazoti1დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები ესტუმრებიან და სხვადასხვა ქალაქებში კონცერტებს გამართავენ.

კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ბოლო ფაზაშია და სულ მალე გახდება ცნობილი იმ მომღერლების ვინაობა, ვინც მთელი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაშ ჩამოვლენ:

“კონტრაქტის პირობა და ეთიკის ნორმებიცაა, ამ ბიზნესში კონკრეტიკისგან თავის შეკავება, მაგრამ დიახ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საბოლოო ფაზაშია, ტექნიკურ-ლოჯისტიკური დეტალები ზუსტდება. მაქსიმუმ ერთ კვირაში მედიისთვის დავგეგმავთ საინფორმაციო ღონისძიებებს, ვადებზე, ლოკაციებზე, სახელებსა და ხარჯებზე. ჯერ ვერ დავადასტურებ ერთ ან მეორე სახელს, უილიამსს ან რამაზოტის.”

მანამდე კი მხოლოდ ის დასტურდება, რომ ღონისძიებები, რომლებზეც პრემიერმა ისაუბრა, აპრილიდან დაიწყება და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში, არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. კონცერტები კი ღია ცის ქვეშ გაიმართება.

“პრემიერმა განაცხადა ტურიზმის ხელშეწყობაზე. საუბარია როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმზე. დაგვევალა, შევადგინოთ კალენდარი მაღალი დონის არტისტების ჩართულობაზე.”