22 მარტი, 2016

სუხიშვილების პროტესტი

suxishvilebis-protesti70 წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლი “სუხიშვილები” ყოველთვის იქ იდგა, სადაც მიაჩნდა, რომ სიმართლეა. ტრადიცია მოცეკვავეებმა არც ამჯერად დაარღვიეს და ისევ სიმართლის მხარეს დადგნენ.

სუხიშვილების მოცეკვავეები შეუერთდნენ რიგით ადამიანებს და გამოხატეს საკუთარი პროტესტი უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

საპროტესტო აქცია-კონცერტი თბილისში რუსეთის საელჩოსთან დაიგეგმა. “თავისუფლება ნადიას!” – ასეთი მოწოდებებით შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები.

სუხიშვილებმა კი თავიანთი სოლიდარობა რუსეთის მიერ დაპატიმრებული უკრაინელი მფრინავის მიმართ ხორუმის ცეკვით გამოხატეს. აქცია-კონცერტის ფოტოები ”რუსთავი 2-მა” გაავრცელა.