Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სპექტაკლი, რომელშიც კოტე თოლორდავამ მონაწილეობა ვერ მოასწრო

1game-daმოზარდმაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაიმართება მონო სპექტაკლის პრემიერა, რომელშიც კოტე თოლორდავამ მონაწილეობა ტრაგიკულად დაღუპვის გამო ვერ მოასწრო.

9, 10 , 13, 17, 20 და 27 მარტს 20:00 საათზე რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი მაყურებელს შესთავაზებს წარმოდგენას „ღამე და თუთიყუში“. თამაზ ბაძაღუას უკანასკნელი პიესა პირველად 2001 წელს ერთი მსახიობის თეატრში რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა მსახიობ დუტა სხირტლაძესთან ერთად დადგა.

დიმიტრი ხვთისიაშვილის დღევანდელ ვერსიაში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნიკა ფაიქრიძე სრულიად ახალ ამპლუაში გვევლინება.

„დაკარგული თაობის“ პერსონაჟი მოგვითხრობს თუ როგორ და რატომ დაკარგა ადამიანური ღირსება, როგორ უღალატეს სხვებმა, თავადაც როგორ უღალატა საკუთარ თავს და იქამდე დაეცა, რომ ყოველ დღე უნდა მოკლას „ვირთხებად“ ქცეული მტერი, რითაც არა მხოლოდ მოღალატე ცოლზე იძიებს შურს, არამედ საკუთარი „ღირსების აღდგენასაც“ ცდილობს.

სპექტაკლში გამოყენებულია მხატვარ მარინა ნაცვლიშვილის ესკიზები, ნუგზარ შიუკაშვილისა და ნიკა ფაიქრიძის ლექსები, სპექტაკლი კი მუსიკალურად ალექსანდრა ლორთქიფანიძემ გააფორმა.