Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

SOS! – ახალი ნგრევა ზუგდიდის თეატრში

1zugdidis-teatri-daingraთეატრალებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია.

თეატრის ხელმძღვანელობა და დასი სახელმწიფოსგან ქმედით ნაბიჯებს ელოდება. ამ მოლოდინში თეატრში არსებული ურთულესი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ინფორმაციას თეატრის მესვეურები ავრცელებენ:

“8 მარტს ღამით, ჩამოინგრა ჭერი დირექციის მისაღებ ოთახში და დილით მისულ თანამშრომლებს დაგვხვდა ეს სამწუხარო რეალობა.

აქვე გაცნობებთ, რომ თეატრში იმყოფებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები და უახლოეს მომავალში ველოდებით ოფიციალურ დასკვნას.

ვიმედოვნებთ, რომ არ დააყოვნებს შესაბამისი სტრუქტურების შემდგომი ნაბიჯებიც, ვინაიდან არსებული მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და უკიდურესად საგანგაშოა!”