26 მარტი, 2016

შორენა ბეგაშვილის შვილი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

eva1მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი, 14 წლის ევა ბარბაქაძე რესპუბლიკური საავადმყოფოდან იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მას მრავლობითი ტრავმები და მოტეხილობები აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა.

მოზარდი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ევა ფანჯარაზე იჯდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.