Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რობი უილიამსი თბილისში ჩამოდის

Robbie-Williams1მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი რობი უილიამსი თბილისში ჩამოდის. ინფორმაციას 2030.news ავრცელებს. ვარსკვლავი 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ეწვევა საქართველოს და კონცერტსაც გამართავს.

რობი უილიამსის კონცერტის შესახებ ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ 26 მაისის აღსანიშნავად საქართველოში მაღალი დონის არტისტების კონცერტები გაიმართება. ერთ-ერთი შესაძლოა, სწორედ რობი უილიამსი იყოს:

“კულტურის სამინისტროს რესურსები გამოეყოფა, რაც ტურიზმის წახალისებას ისახავს მიზნად. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბებას.”

რობი უილიამსის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძეც ავრცელებს:

“რობი უილიამსთან, ისევე როგორც სხვა ძალიან ბევრ ვარსკვლავთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისსა და ბათუმში კონცერტების გასამართად, ყველასთვის ხელმისაწვოდბ ფასად. აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში კულტურის სამინისტრო გააკეთებს განცხადებებს.”