Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რეზო ამაშუკელი: “ეგენი არიან ჩემი სამშობლოს მტრები…”

rezo1პოეტი რეზო ამაშუკელი ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს დაინტერესდეს ყველა იმ ადამიანის საქმიანობით, რომლებიც მისი სამშობლოს მტრები არიან და ხმამაღლა, სიამაყით, ლანძღავენ და ჩირქს სცხებენ ყველაფერს ქართულს.

რეზო ამაშუკელი:

“რატომ არ უნდა ჩვენს ხელისუფლებას, რომ…

მე ხომ არ ვამბობ, რომ ეს არასამთავრობოები აკრიფოს ერთ მშვენიერ ღამეს და ციხეში ჩაყაროს?

ერთ რამეს ვთხოულობ, ელემენტარულ რაღაცას.. გამოიძიონ, ვინ აფინანსებს, რას აფინანსებს, რა პროგრამა აქვს, რა წესდება აქვს, რას ემსახურებიან, ეს ხომ შეიძლება რომ გავიგოთ, რა ფული შემოდის?

ხმამაღლა, სიამაყით, ლანძღავენ და ჩირქს სცხებენ ყველაფერს ქართულს.. ის ლაშა ბუღაძე და ლაშა ბაქრაძე ან რატი ამაღლობელი ეს სულ მაგათი წიწილებია, დატოვეს ვინმე გაულანძღავი? თავიდან ბოლომდე სულ ყველაფერი გაათახსირეს.

ერთ რამეში ვარ ბედნიერი, არ ვიცი რამდენად მართალი ვარ, ან რამდენად არა, ერთი-ორი კაი ლექსი თუ დამიწერია ღვთის წყალობით, რისთვისაც მადლობელი ვარ უფლის.

მაგრამ, მე უფრო ამაყი და გამართული ვარ იმითი, რომ ამათ ცხვირ-პირში ვუხათქუნე ამდენი წელიწადი და არ დავუხარე თავი! და პირდაპირ ვაცხადებ, რომ ძალიან ხშირად მარტო ვიყავი იმ ომში!

ეს ერთი და ეხლა სანამ ვიბოდიალებ ამ ქვეყანაზე, აი, ამ გაკაპასებულ დედაკაცს ამას, რომელიც თვალებს აბრიალებს და სირცხვილი ერის, რომ თინა ხიდაშელი იქნება ამხელა ისტორიის და ამხელა წარსულის მქონე ერის თავდაცვის მინისტრი.. არ მოვასვენებ!

კიდევ ხაზგასმით ვიმეორებ, სანამ პირში სული მედგმება, სანამ შემეძლება პირის გაღება და მოქმედება, ისევე როგორც ნაციონალებს, ასევე რესპუბლიკელებს სისხლს გავუშრობ! არ მოვეშვები! იმიტომ, რომ ეგენი არიან ჩემი სამშობლოს მტრები, მოზიზღარი მტრები, უფრო უარესები ვიდრე ვინმე ყოფილა ოდესმე!”