6 მარტი, 2016

“რეჩიტატივი ქალაქში” პაატა შამუგიას მასპინძლობს

1rechitativi6 მარტს, 21 საათზე მოძრაობის თეატრში ყოველკვირეული, ტრადიციული საღამო გაიმართება, რომელსაც “რეჩიტატივი ქალაქში” ეწოდება.

ეს არის ყოველკვირეული საღამო მოძრაობის თეატრში, სადაც დასწრება თავისუფალია. მასში მონაწილე ხელოვანები ცოცხალი მუსიკის თანხლებით კითხულობენ ლექსებს და ყვებიან ქალაქურ ისტორიებს.

პროექტში ჩართულები არიან კახა ბაკურაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, სანდრო ნიკოლაძე და ირაკლი მენაღარიშვილი. ყოველ კვირას მათ სპეციალური სტუმარი ჰყავთ. დღეს “რეჩიტატივი ქალაქში” სპეციალური სტუმარია პოეტი პაატა შამუგია.